Accessibility links

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, დამშვიდების საფუძველს არ ქმნის.

„ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისევე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჯერჯერობით, როგორც ვცხოვრობთ. რეგულაციები არსად არ წასულა, ამიტომ თქვენ პირბადეები უნდა გქონდეთ აუცილებლად, როცა შეგროვებული ხართ ათ კაცზე მეტი. როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწესრიგებული. მაშინ მე უნდა გავიკეთო პირბადე. მე ვთვლი, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად ინფორმაციას ვაძლევ და პირბადისგან თავს ვიკავებ, მაგრამ თქვენ ყველას უნდა გეკეთოთ და მოსახლეობასაც“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ახალი შემთხვევის არარსებობა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების და პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობენ 141 პაციენტს.

15 ივნისის დილიდან 16 ივნისის დილამდე საქართველოში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ისევ 879-ია. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 724. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG