Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ ააფეთქა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების ოფისი


სამხრეთმა კორეამ განაცხადა, რომ 16 ივნისს ჩრდილოეთმა კორეამ ააფეთქა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების უწყების შენობა. ამას რამდენიმე დღის განმავლობაში წინ უსწრებდა მწვავე რიტორიკა ფხენიანის მხრიდან.

„ჩრდილოეთმა კორეამ ააფეთქა ურთიერთობის ოფისი 14:49-ზე“, განაცხადა სეულში გაერთიანების საკითხების სამინისტრომ, რომელიც ორ კორეას შორის ურთიერთობებისთვის არის პასუხისმგებელი.

სეულის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე აფეთქების ხმა გაისმა და კვამლი გამოჩნდა ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კესონგში, სადაც მდებარეობდა ოფისი.

16 ივნისს ჩრდილოეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ „სავსებით მზად“ არის სამხრეთის წინააღმდეგ ზომების მისაღებად, მათ შორის, იმ რაიონებში დასაბრუნებლად, რომლებიც დემილიტარიზებული იყო სეულსა და ფხენიანს შორის შეთანხმების საფუძველზე.

გასული კვირის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩონ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩონმა განაცხადა, რომ „მალე ვიხილავთ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების სრულიად უსარგებლო ოფისის შენობის ნგრევას“-ო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG