Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტის ცოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსით გამოწვეული ორმხრივი პნევმონიით


ელენა ზელენსკაია და ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, ელენა ზელენსკაია საავადმყოფოში მოათავსეს ორმხრივი ფილტვების ანთებით, რაც, ექიმების თქმით, გამოწვეულია COVID-19-ის ვირუსით.

ელენა ზელენსკსაია კორონავირუსზე პოზიტიური აღმოჩნდა 12 ივნისს, რის შესახებაც თავადვე გაავრცელა ინფორმაცია და დასძინა, რომ თავად ვოლოდიმირ ზელენსკი და შვილები ჯანმრთელები არიან.

მათზე ჩატარებულმა ტესტმა კორონავირუსის მიმართ ნეგატიური შედეგი აჩვენა.

ელენა ზელენსკაია ამჟამად იზოლაციაში იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ და, გავრცელებული ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს.

მეუღლის ავადმყოფობის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა კვირის განმავლობაში დაგეგმილი გასვლითი შეხვედრები და თათბირებს მხოლოდ ონლაინის საშუალებით ატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG