Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: ავტობუსებს დავუყენებთ ველოსიპედების სამაგრებს


თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იგეგმება ავტობუსებისთვის ველოსიპედების სამაგრების დაყენება იმისთვის, რათა მოქალაქეებმა შეძლონ ქალაქში ველოსიპედებით გადაადგილება:

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია, შესაბამისად ჩვენ გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითები. ყველა განვითარებულ ქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტს წინ ან უკან უყენდება შესაბამისის სამაგრები.

ადამიანი, ვინც არის ველოსიპედით, დაამაგრებს საკუთარ ველოსიპედს, აბრძანდება ავტობუსში და შეძლებს გადაადგილებას ა პუნქტიდან ბ პუნქტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ველოსიპედი დედაქალაქში პოპულარული ხდება და ბევრი მომხმარებელი ჰყავს.

XS
SM
MD
LG