Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტი: ბაზრობზე ხანძრის ზარალის ასანაზღაურებლად საჭიროა საქონლის შესყიდვის საბუთები


შპს „ვარკეთილი 96“-ის იურისტი ნანა წულაძე აცხადებს, რომ შერეული ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ საქონლის განადგურების ზარალი, თუმცა ამისთვის მათ სათანადო საბუთები უნდა ჰქონდეთ:

„დაზღვევა არის. აქ არის ასეთი მდგომარეობა, რომ ეს არის მესამე პირების დაზღვევა, უნაზღაურდებათ მათ საქონელი, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ყველა საქონელს უნდა ჰქონდეს თავისდათავად შესყიდვის საბუთი და იმ ადამიანებს, ვისაც ეს საბუთი არ გააჩნიათ, კვადრატულ მეტრზე მიეცემათ 500 ლარი“, - განაცხადა მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე ნანა წულაძემ.

იურისტის თქმით, გამოძიების დასრულებამდე მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, ხანძრის შედეგად დაზიანებულ კუთვნილ ფართებს მოვაჭრეები თავად გაარემონტებენ თუ მათ ამაში ბაზრობის ადმინისტრაცია დაეხმარებათ.

ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების ქონება სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ იყო დაზღვეული.

ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს 4000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა სასაწყობე ჯიხურები. მოვაჭრეთა ნაწილი ამბობს, რომ ათასობით ლარის ზარალი მიიღო. გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG