Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანთან ურთიერთობების გამწვავების გამო თანამდებობას ტოვებს სამხრეთ კორეის მინისტრი გაერთიანების საკითხებში


ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების ოფისის აფეთქება ქალაქ კესონში. 2020 წ. 16 ივნისი.
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების ოფისის აფეთქება ქალაქ კესონში. 2020 წ. 16 ივნისი.

სამხრეთ კორეის მინისტრმა გაერთიანების საკითხებში, კიმ იონ ჰოლმა გამოაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას.

მისი თქმით, ის საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაუარესებისთვის. განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ფხენიანის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კესონში ააფეთქეს ორ კორეას შორის ურთიერთობების ოფისი.

ამას რამდენიმე დღის განმავლობაში წინ უსწრებდა მწვავე რიტორიკა ფხენიანის მხრიდან.

16 ივნისს ჩრდილოეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ „სავსებით მზად“ არის სამხრეთის წინააღმდეგ ზომების მისაღებად, მათ შორის, იმ რაიონებში დასაბრუნებლად, რომლებიც დემილიტარიზებული იყო სეულსა და ფხენიანს შორის შეთანხმების საფუძველზე.

გასული კვირის ბოლოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩონ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩონმა განაცხადა, რომ „მალე ვიხილავთ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობების სრულიად უსარგებლო ოფისის შენობის ნგრევას“-ო.

XS
SM
MD
LG