Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 8 ოქტომბერს თბილისში გაიმართება


უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გადამწყვეტი მატჩების თარიღები დააზუსტა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ნახევარფინალურ მატჩს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს. იმავე დღეს შედგება ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებების ასევე ნახევარფინალური დაპირისპირება, ამ წყვილებში გამარჯვებულები კი, ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად, ფინალში ერთმანეთს 12 ნოემბერს შეხვდებიან. თუ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსს მოუგებს, ფინალიც საქართველოში გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 8 ოქტომბრის მატჩზე გულშემატკივრების დასწრების საკითხი აგვისტოში დაზუსტდება.

ევრო-2020-ის პლეი ოფის შეხვედრები, უეფას წინასწარი გეგმით, მარტის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ COVID19-ის პანდემიის გამო გადაიდო.

XS
SM
MD
LG