Accessibility links

ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდასტურდა


ყაზახეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. ნაზარბაევი, რომელიც თითქმის 30 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გასულ წელს გადადგა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„სამწუხაროდ ელბასის ბოლო ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მღელვარების საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში, რომელშიც ნურსულთან ნაზარბაევი მოხსენიებულია ტიტულით „ხალხის ლიდერი“(ელბასი). განცხადების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფი ნურსულთან ნაზარბაევი მუშაობას განაგრძობს.

ოფიციალური მედიასაშუალებების მიერ ცნობა ნურსულთან ნაზარბაევის თვითიზოლაციაში გადაყვანასთან დაკავშირებით 18 ივნისს გამოქვეყნდა, ნაზარბაევი კი, რომელიც თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად სახელმწიფო აპარატზე გავლენას ინარჩუნებს, საჯარო ღონისძიებებზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა.

გასული კვირიდან თვითიზოლაციაში ყაზახეთის მთავრობის რამდენიმე წევრი და ჩინოვნიკი იმყოფება. 14 ივნისს ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ელჟან ვირტანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურების გამო ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG