Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ-ის პრეზიდენტმა თავისი განთავისუფლების შესახებ გამოაცხადა


 ჯეიმი ფლაი
ჯეიმი ფლაი

ჯეიმი ფლაიმ, რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის მიერ მისი განთავისუფლების შესახებ.

თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში ფლაი წერს, რომ განთავისუფლების შესახებ მას ეუწყა მაიკლ პაკის, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ახალი ხელმძღვანელის მიერ.

„დიდი წუხილით გტოვებთ ყველას რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებაში“, წერს ფლაი თავის გზავნილში. „ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გასული წლის განმავლობაში პატივი იქნება ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე“.

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის თანახმად,მაიკლ პაკმა ასევე გაათავისუფლა აშშ-ის კიდევ სამი საერთაშორისო მაუწყებლობის - რადიო თავისუფალი აზიის, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის და კუბის მაუწყებლობის ოფისის ხელმძღვანელები. განთავისუფლებულია ასევე "ღია ტექნოლოგიის ფონდის" ხელმძღვანელი, რომელსაც აგრეთვე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM) უწევს ზედამხედველობას.

პაკმა, რომელიც აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ხელმძღვანელად ორი კვირის წინ დაამტკიცეს, გამოცვალა რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების, რადიო თავისუფალი აზიის, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელის დირექტორთა საბჭოს წევრები და თვითონ გახდა მისი თავმჯდომარე.

USAGM-ი თანამშრომლებისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში პაკი ამბობს, რომ ერთგულია ვალდებულების, უზრუნველყოს აშშ-ის საერთაშორისო მაუწყებლობების დამოუკიდებლობა, რომელთა ამოცანაა მიაწოდონ დამოუკიდებელი ახალი ამბები და ინფორმაცია აუდიტორიას მთელ მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG