Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ენმ-სა და ევროპულ საქართველოზე: მუდმივად რუსულ საქმეს აკეთებენ


საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო თავისი გადაწყვეტილებებით "რუსულ საქმეს" აკეთებენ. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში ისაუბრა.

"ნაცვლად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი ევროპული საქართველოს კლასტერით ფიქრობდეს, თუ როგორ დაუჭიროს კვირას საკონსტიტუციო ცვლილებებს, ფიქრობენ შექმნან ფონი, როგორ არ დაუჭირონ მხარი... საქართველოს ჰყავს ძლიერი და პროდასავლური ხელისუფლება და საქართველოს ჰყავს სუსტი ოპოზიცია, რომელიც მუდმივად აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში. ჯერ 9 წლის განმავლობაში, შემდეგ 8 წელი ოპოზიციაში ყოფნის დროს", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ელჩებთან შეხვედრაზე გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა. ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კი აცხადებს, რომ რურუას გათავისუფლება ერთ-ერთი საკითხი იყო 8 მარტს ელჩების თანდასწრებით გაფორმებულ შეთანხმებაში. ისინი სწორედ ამ მიზეზით არ აპირებენ მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. პარლამენტი დოკუმენტს კენჭს კვირას, 20 ივნისს უყრის.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG