Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 895-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 741.

19 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2855 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG