Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი მეტოქის დაპატიმრებით "რევოლუცია“ აღიკვეთა


ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა თვლის, რომ ქვეყანაში "რევოლუციის" მოწყობის მცდელობა აღიკვეთა. მისი განცხადება მოჰყვა მთავრობის განკარგულებას, დაეპატიმრებინათ პოპულარული, საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატი, რასაც მოჰყვა ათასობით ადამიანის ქუჩაში გასვლა, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს ოპოზიციის ლიდერების მზარდი დევნის მიმართ.

მთავრობის სხდომაზე ლუკაშენკამ 19 ივნისს თქვა, რომ გარკვეულმა ძალებმა "აღმოსავლეთსა და დასავლეთში“ სცადეს ბელარუსის დესტაბილიზაცია, მაგრამ მათ „ნიღაბი აეხადათ“ და გამოაშკარავდა „მარიონეტები და მათი წარმმართველები“ უცხოეთში.


მისი გამოსვლა მოჰყვა ერთი დღის წინ ვიქტორ ბაბარიკას დაპატიმრებას. ბაბარიკა 20 წელიწადი ხელმძღვანელობდა რუსეთის საკუთრებაში მყოფ „ბელგაზპრომბანკს“. ის ეჭვმიტანილია საფინანსო დანაშაულში ისევე, როგორც მისი ვაჟი, რომელიც მამის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.

15 ივნისს ბელარუსის ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა ბანკზე და დააკავა მისი ათზე მეტი მაღალი რანგის თანამშრომელი გადასახადის გადაუხდელობის და ფულის რეცხვის ბრალდებით.

56 წლის ბაბარიკამ განაცხადა, რომ "ბელგაზპრომბანკის" მიმართ განხორციელებული ქმედება დაშინების კამპანიის ნაწილი და პოლიტიკური ბრძანების შედეგია.

"ბელგაზპრომბანკის" თითქმის ასი პროცენტი რუსეთის ბუნებრივი აირის კომპანიას, "გაზპრომს" ეკუთვნის.

ბაბარიკას დაკავება და "ბელგაზპრომბანკის" მიმართ ქმედება მაშინ განხორციელდა, როცა ექსპერტების თანახმად, ლუკაშენკა თავისი მმართველობის პერიოდში უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.

19 იანვარს, ევროკავშირმა მოუწოდა ბელორუსს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბაბარიკა და მისი ვაჟი და უზრუნველყოს კანონის სრული უზენაესობა.

ბაბარიკას და მისი ვაჟის დაკავების შემდეგ ათასობით ადამიანი გავიდა სოლიდარობის ნიშნად მინსკის ქუჩებში. მათ ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს.

19 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ათეულობით ადამიანი შეიკრიბა მინსკის ცენტრში და ხელმოწერებს აგროვებდნენ 9 აგვისტოს საპრეხზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატებისთვის. 19 ივნის ხელმოწერების შეგროვების ბოლო დღეა.

შეხვედრისს მონაწილეები ერთ რიგად ჩამწკრივდნენ თავისუფლების ბულვარზე, როცა პოლიცია ისინი მეზობელი მოედნისკენ განდევნას ეცადა. იმავე დროს მოედანზე გაწყდა საინტერნეტო კავშირი.

შემდეგ ხალხს პოლიციამ მოსთხოვა, დაეტოვებინა მოედანი. დააკვეს რამდენიმე პირი, მათ შორის რადი თავისუფლების ჟურნალისტი, ელექანდრ დინკო და მისი ოპერატორი, ანდრეი რაბჩიკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG