Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დასაშვები ხდება


მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება.

ნებადართულია ასევე ყველა სათავგადასავლო აქტივობა, რომლის ჩატარება ღია ცის ქვეშაა შესაძლებელი. მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყლოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

უწყებათაშორისი საბჭოს თანახმად, ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.

19 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG