Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: სერბეთსა და კოსოვოს შორის ყველა შეთანხმებას მოსკოვის თანხმობა სჭირდება


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის თანხმობა იქნება საჭირო ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რასაც მიაღწევენ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე კოსოვო და სერბეთი, რომელთა ლიდერების შეხვედრა დაგეგმილია ვაშინგტონში, თეთრ სახლში, მომავალი კვირისთვის.

ბელგრადში გამოსვლისას, 18 ივნისს, ლავროვმა თქვა, რომ კრემლი მხარს დაუჭერს კოსოვოს საკითხის მხოლოდ ისეთ მოგვარებას, რომელიც მისაღები იქნება სერბეთისთვის, და რომელსაც დაამტკიცებს გაეროს უშიშროების საბჭო.

რიჩარდ გრენელმა, აშშ-ის სპეციალურმა წარგზავნილმა სერბეთსა და კოსოვოსში, გასულ კვირაში განაცხადა, რომ მან ორივე ქვეყნისგან მიიღო თანხმობა, 27 ივნისს ვაშინგტონში შეხვედრილიყვნენ. მოლაპარაკების მიზანი იქნება ურთიერთობათა ნორმალიზება. გრენელმა განაცხადა, რომ სერბიამ იკისრა, „დროებით შეწყვიტოს აღიარების შეწყვეტის კამპანია“, ხოლო კოსოვო დათანხმდა, შეაჩეროს სულ უფრო მეტი საერთაშორისო წევრის მოპოვება, რათა გაგრძელდეს მოლაპარაკება, რომელიც ერთი წელია შეწყვეტილია. ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირს აქვს გაეროს გენერალური ასამბლეისაგან ამ დავის გარშემო მოლაპარაკების წარმართვის მანდატი და ამ ორგანიზაციამ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება.
ევროკავშირის შუამავალმა მოლაპარაკებაზე, მიროსლავ ლაიჩაკმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის როლი აუცილებელია ნებისმიერი სამომავალო შეთანხმებისთვის და დასძინა, რომ ვაშინგტონს არ მიუმართავს ბრიუსელისთვის სამიტის თაობაზე თავისი ბოლო ინიციატივის თაობაზე.

XS
SM
MD
LG