Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ახალი და სახიფათო“ ფაზის თაობაზე გვაფრთხილებს


ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კორონავირუსის პანდემია შედის „ახალ და სახიფათო“ ფაზაში, როცა ხალხი დაიღალა შეზღუდვის ზომებით, რომელთა შემოღებამ ეკონომიკური ზარალი მოიტანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ პანდემია "სიჩქარეს კრეფს". მისი მონაცემებით, 18 ივნისს 150 ათასი, დღემდე ყველაზე მეტი, ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,

ამ შემთხვეების ნახევარი მოდის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაზე. ახალი შემთხვევების დიდი რიცხვია ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში.

„ბევრი ადამიანი დაღალა შინ ყოფნამ და ეს გასაგებია, მაგრამ ვირუსი სწრაფად ვრცელდება“, განაცხადა ტედროსმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

კოვიდ-19-მა მთელ მსოფლიოში 457 ათასი ადამიანი მოკლა, ინფიცირებულთა რიცხვი 8,5 მილიონია, იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვეებითა და მისგან გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევებით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა მას მერე, რაც პანდემიის აფეთქება მოხდა სამხრეთის შტატებში.

XS
SM
MD
LG