Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" ამერიკელი ლობისტები კონგრესმენებს მიმართავენ


„ქართული ოცნების“ ამერიკულმა ლობისტურმა კომპანიამ Hogan Lovells-მა პარტიის სახელით კონგრესმენებს გაუგზავნა წერილი და პარტიის განცხადება, რომელიც ეხება 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს.

წერილი განაპირობა ივნისის შუა რიცხვებში გამოქვეყნებული დოკუმენტის იმ ნაწილმა, რომლის თანახმად, საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაში.

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ იმეორებს პოზიციას, რომ აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებშია და სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობამ გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და გაააქტიურა ნატოსთან პარტნიორობა.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, მისი დამფუძნებლისა და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველო დასავლეთს ყველაზე მეტად დაუახლოვა, ამიტომ ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ წამოყენებული ბრალდებები დამაბნეველია და ამის არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

წერილში საუბარია ბიძინა ივანიშვილზე, როგორც წარმატებულ ბიზნესმენზე, ფილანთროპსა და პოლიტიკოსზე, მის მიერ საქართველოსთვის დახარჯულ 1,5 მილიარდ დოლარსა და იმაზე, რომ ივანიშვილის მმართველობით პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას სულ უფრო აახლოებს აშშ-თან, ნატოსა და ევროკავშირთან.

XS
SM
MD
LG