Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება აშშ-ში, დაღუპულთა რიცხვმა 120 ათასს მიაღწია


აშშ - მანეკენები სოციალური დისტანცირებისთვის
აშშ - მანეკენები სოციალური დისტანცირებისთვის

კორონავირუსის შემთხვევები აშშ-ის სამხრეთის და დასავლეთის შტატების უმეტესობაში სწრაფად იზრდება, რასაც ახლავს შეშფოთება, რომ ინფექციის უარესი აფეთქება შეიძლება ჯერ კიდევ წინ იყოს, როცა აშშ-ში დაღუპულთა რიცხვი ასცდა 120 ათასს.

ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება 23 შტატში, მათ შორის, ტეხასში, არიზონაში, ჯორჯიასა და ფლორიდაში, რასაც, მოელიან, რომ გარდაცვლილთა რაოდენობის მატებაც მოჰყვება.

ამის ფონზე, ქალაქი ნიუ-იორკი, რომელიც ერთ დროს ეპიცენტრი იყო, და სადაც აფეთქების პერიოდში 22 ათასი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს შეზღუდვების გაუქმების მიმართულებით. 22 ივნისიდან კვლავ გაიხსნა მაღაზიები, რესტორნები სტუმრებს ემსახურებიან გარეთ, ამოქმედდა საპარიკმახეროები, ზოგიერთ ოფისში ხალხმა დაიწყო მუშაობა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი 9 მილიონს ასცდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა, ამავე წყაროს თანახმად, 472 ათასია.

ევროპის ქვეყნებში კოვიდ-19-ით გამოწვეული სასიკვდილო შემთხვევების რიცხვი 193 ათასს უდრის, თუმცა, ინფექცია, ძირითადად, კონტროლის ქვეშაა და სახელმწიფოები აგრძელებენ შეზღუდვების გაუქმებას. 22 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ვითარებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკლ რიანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ინფექციის აფეთქება აშკარად ჩქარდება.

ვაქცინაზე მუშაობის ფრონტზე, საფრანგეთის ფარმაცევტულმა ფირმა Sanofi-მ 23 ივნისს გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინას ამუშავებს ბრიტანეთის GlaxoSmithKline-თან ერთად და მისი დამტკიცების იმედი აქვს მომავალი წლის პირველ ნახევარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG