Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლერი ხაბელოვი: „ჩვენმა კონკურენტებმა საწვრთნელი პროცესი უკვე განაახლეს“


ლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი

ქართველი ოლიმპიელები მთავრობას საწვრთნელი პროცესის განახლების წესის გამარტივებას სთხოვენ. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა და დღის წესრიგის მთავარი თემა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მომზადება იყო. აღმასკომის წევრთა ნაწილის აზრით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება უკვე იძლევა მთელ რიგ სახეობებში სრულფასოვანი საწვრთნელი პროცესის განახლების საშუალებას.

„ჩვენმა სპორტსმენებმა საწვრთნელი პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა განაახლონ. თოთხმეტდღიანი კარანტინის გავლა და შემდეგ მოსამზადებელ შეკრებაზე გადასვლა ოლიმპიელებისთვის ძალიან ძნელი იქნება. გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას, რომ ოლიმპიური ლიცენზიის მქონე და კანდიდატ სპორტსმენებს რაც შეიძლება მალე მიეცეთ ვარჯიშის დაწყების უფლება. უკვე გამოქვეყნდა საერთაშორისო შეჯიბრებების ახალი კალენდარი, ჩაინიშნა სალიცენზიო ტურნირებიც და ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირებზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია სპორტსმენთა სათანადოდ მომზადება - მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა კონკურენტებმა საწვრთნელი პროცესი უკვე განაახლეს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა.

სეოკ-ის პრეზიდენტისავე სიტყვებით, ამ ეტაპზე საქართველოს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რვა ლიცენზია აქვს მოპოვებული და, წინასწარი გეგმით, ლიცენზიანტთა რაოდენობა ოცდათხუთმეტამდე უნდა გაიზარდოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG