Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აღლუმზე მიწვეულ ბჟანიას პუტინმა კრემლში უმასპინძლა


ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია
ვლადიმირ პუტინი და ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი ბჟანიას კრემლის სასახლეში შეხვდა.

ასლან ბჟანიამ, რომელიც ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიიწვია "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი" მიძღვნილ აღლუმზე, პუტინს აფხაზი ხალხის სახელით მიულოცა და მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისიდან 24 ივნისს გადატანილ სამხედრო აღლუმს პუტინის მიწვევით ესწრება საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც.

მოსკოვში ჩავიდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, მოლდოვის და სერბიის პრეზიდენტებიც.

XS
SM
MD
LG