Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისის მიკროავტობუსი:" - ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე კიბერთავდასხმა მოხდა


„დღეს დილით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 24 ივნისს თბილისის მიკროავტობუსის სახელით ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელშიც 82 ნომერი სამარშუტო ტაქსი მონაწილეობდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძღოლი და ერთი მგზავრი კი უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში იყვნენ გადაყვანილები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამგვარ ფაქტს არ ადასტურებდა.

"თბილისის მიკროავტობუსის" კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“, - ნათქვამია სამარშუტო ტაქსების კომპანიის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG