Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის 3-მა შტატმა 8 შტატს სავალდებულო კარანტინი დაუწესა


ნიუ-იორკი
ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონეკტიკუტის შტატებმა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი დაუწესეს 8 შტატიდან ჩასულ პირებს. ეს შტატებია: ალაბამა, არკანზასი, ფლორიდა, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ტეხასი, არიზონა და იუტა, სადაც კორონავირუსის გავრცელების ახალი და უფრო ძლიერი ტალღაა.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორ ფილ მერფის განცხადებით, ახალი მკაცრი ზომები გონივრული ნაბიჯია, რადგან აშშ-ში ფიქსირდება მარტის შემდეგ სიდიდით მეორე ეპიდაფეთქება.

ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ინფორმაციით, სავალდებულო კარანტინის დამრღვევები 1000 დოლარით დაჯარიმდებიან, მეორედ დარღვევისთვის კი, 5000-ით.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 300 000-ს აჭარბებს, მათგან უკვე გამოჯანმრთელებულების კი 656 000-ს. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 122 000-ს უახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG