Accessibility links

კილაძე გოცირიძეს: ივანიშვილს ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქეთ მოგინელებთ


ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, რომან გოცირიძეს უთხრა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი "ბიძინა ივანიშვილი" მათ "პოლიტიკურად მოინელებს". კილაძის ეს კომენტარი გოცირიძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის "კარნახზეა" დამოკიდებული საქართველოში მართლმსაჯულების პროცესი.

"თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ. ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი ყელში გეჩხირებათ, ვერ მოინელებთ, პოლიტიკურად ის იქეთ მოგინელებთ", - თქვა კილაძემ.

დღეს, 25 ივნისს ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში განიხილება. ამ ანგარიშში საქართველოში მართლმსაჯულების საკითხი ერთ-ერთ პრობლემად არის დასახელებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG