Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების სარეკორდო ზრდა აღრიცხეს აპრილის მერე


34 700-ით გაიზარდა ერთ დღეში, 24 ივნისს, კორონავირუსით ინფიცირებულა აღრიცხული რაოდენობა აშშ-ში, რაც განგაშს იწვევს იმის გამო, რომ ეს რაოდენობა სარეკორდოა აპრილის შემდეგ. ერთ დღეში მკვეთრი ზრდა უკავშირდება ტესტირების გაფართოებას, მაგრამ ოფიციალური პირების შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ბოლო თვეში შემთხვევათა რიცხვი მცირდებოდა.

ტეხასის შტატის გუბერნატორმა ხალხს მოუწოდა შინ დარჩნენ, რადგან შტატში ინფექციის მასობრივი აფეთქება ხდება. არიზონის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა ნიღბებით იარონ.
კალიფორნიის შტატში 24 ინვისს აღინუსხა 24 საათში 7 000-ზე მეტი შემთხვევა, მაშინ, როცა ფლორიდაში ერთ დღეში შემთხვევათა რაოდენობის მეტებამ 5 500-ს მიაღწია, რაც გასული კვირის სარეკორდო მაჩვენებლის 25 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.

კოვიდ-19-მა, რომელსაც კორონავირუსი იწვევს, აშშ-ში 120 ათასი ადამიანი, ხოლო მსოფლიოში 480 ათასი პირი იმსხვერპლა. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყანაში 24 ივნისს 42 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 1185-ით გაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის კავშირმა მკაცრი გაფრთხილება გამოთქვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მისამართით, რადგან შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად არის საფრთხე, რომ პანდემიის მეორე ტალღა გაჩნდეს.

XS
SM
MD
LG