Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა ბითაძის თანაგუნდელი კორონავირუსით დაინფიცირდა


საკალათბურთო კლუბ „ინდიანა პეისერსის“ ერთ-ერთ ლიდერს, მალკოლმ ბროგდონს, COVID-19 დაუდასტურდა. გოგა ბითაძის ამერიკელმა თანაგუნდელმა თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში, რომ კორონავირუსზე გაკეთებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. მანვე დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს და აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სეზონის განახლების შემდეგ გასამართ შეხვედრებში.

„ინდიანა“ პანდემიით გამოწვეულ იძულებით პაუზას ასრულებს. უკვე დაიწყო კლუბის კალათბურთელთა ტესტირების პროცესი და ეს პროცედურა ბითაძემაც გაიარა. ივლისის დასაწყისში ერთობლივი ვარჯიშებიც დაიწყება, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის თამაშები კი 30 ივლისიდან ორლანდოში განახლდება.

XS
SM
MD
LG