Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 დაკავებულს შორის გამოკვეთილია შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე


შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის საქმეში შესაძლოა დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს, ამის თაობაზე შს მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც საქმის ფარგლებში დაკავებული 17 პირის საკითხს შეეხებოდა.

კითხვაზე, 17 დაკავებულიდან თუ გამოიკვეთა პირი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში, ვლადიმერ ბორცვაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, დიახ“.

მისი განმარტებით, საქმეში უკვე დევს არაერთი ნივთმტკიცება.

„არაერთი ნივთმტკიცებაა ამოღებული და დეტალურად ვერ ჩამოგითვლით, არაერთი მტკიცებულებაა“.

ვლადიმერ ბორცვაძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც დაკავებულთა ადვოკატების მიერ ისმებოდა, რომ დაკავებულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თავად არიან დაზარალებულები ამ საქმეში, რომ მათაც აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები.

„დეტალურად ვერ ჩამოგითვლით... ყველა ადვოკატის განცხადებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა, ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისი სიტყვებით, შესაძლოა შეიცვალოს საქმის კვალიფიკაციაც.

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ამ სისხლის სამართლის საქმეში, შესაბამისად, თუ დამატებით გამოიკვეთა სხვა პირთა ბრალეულობა ამ სისხლის სამართლის საქმეში, ბუნებრივია, ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი და ყველა ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კითხვაზე, თანამშრომლობენ თუ არა გამოძიებასთან დაკავებულები, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ დაკავებული 17 პირიდან ყველასთან საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ჩატარებული არ არის. მათი უმეტესობა გამოკითხულია დაკავებამდე და „ნაწილი ამ ადამიანებისგან თანამშრომლობს გამოძიებასთან“.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 პირს 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში.

17 პირი შსს-მ 26 ივნისს დააკავა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გარემოებების დასადგენად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს.

ასევე ნახეთ: შსს-ს ვერსია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG