ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა "იმპორტირებულია". ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ.
ეს ორი ახალი შემთხვევა დღეს, 26 ივნისს StopCoV-ის განახლებულ მონაცემებში უკვე ასახულია. სულ საქართველოში ვირუსი 921 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 781 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარადა.
საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.