Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: „ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“


ქართულმა ოცნებამ“ თბილისის უბნები დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს, ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ასევე საუბრობს „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტტზე და აცხადებს, რომ ბიძინა ივანივშილის შვილი, აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში და კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრობს.

„შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში "კანონიერ ქურდებს", დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს „კანონიერ ქურდის“ შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ- „კაწროსთან“. თბილისის უბნები „ქართულმა ოცნებამ“ დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

XS
SM
MD
LG