Accessibility links

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება


პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ეგზიტპოლის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა დუდამ ხმების თითქმის 42% მიიღო, ვარშავის მერმა ტრჟასკოვსკიმ კი - 30%-ზე ოდნავ მეტი. პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა.

28 ივნისის კენჭისყრის შედეგების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, მმართველი პარტიის, კონსერვატიული „კანონი და სამართლიანობის“ და ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატები დუდა და ტრჟასკოვსკი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მეორე ტურში, რომელიც 12 ივლისს ჩატარდება.

პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნები 10 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო 28 ივნისამდე გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG