Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული ორივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია


საქართველოში კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ. მისი ინფორმაციით, ორივე პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. საერთო რიცხვი 926-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ 926 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 791.

28 ივნისს, საქართველოში COVID-19-ით გარდაიცვალა მე-15 პაციენტი. 82 წლის მამაკაცს კორონავირუსი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, არაერთი თანმდევი დაავადების გამო პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

29 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 120 პაციენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG