Accessibility links

გიორგი გახარია: საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ უმრავლესობის პრიორიტეტია, ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და დასავლურ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ეს გახარიას პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები.

"ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ", - თქვა გახარიამ.

დღეს, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც 120-მდე იზრდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა, 30-მდე კი მცირდება მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რიცხვი. ბოლო ორ კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები. მათი მოთხოვნა იყო გიორგი რურუას გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG