Accessibility links

„სამართლიან არჩევნებს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება


არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" (ISFED) მიხეილ ბენიძის ნაცვლად ელენე ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. მოქმედ დირექტორს 4-წლიანი სამუშაო ვადა ამოეწურა.

ISFED -ის თანახმად ელენე ნიჟარაძეს „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო და საკანონმდებლო რეფორმებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ის კოორდინირებას უწევდა საარჩევნო რეფორმების, საარჩევნო სიების მონიტორინგისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ISFED-ის პროექტებს და ორგანიზაციის სახელით ჩართული იყო საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკონსტიტუციო რეფორმებში. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიებში ნიჟარაძე სპეციალიზებული იყო არჩევნების დღეს ინციდენტების ცენტრის ფუნქციონირებაზე, საარჩევნო დავების პროცესის მართვასა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგზე.

ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ „სამართლიან არჩევნებს“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. მიხეილ ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG