Accessibility links

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირიც რუსეთის უშიშროებასთან დააკავშირეს


რომან დავიდოვი

რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ფიგურირებს, შესაძლოა ასევე იყოს დაკავშირებული რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ).

Bellingcat-ის თანახმად ეს კაცი არის რომან დავიდოვი.

მისი მეშვეობით გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც სავარაუდოდ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მინიმუმ სამი მათგანი ეჭვმიტანილია საზღვარგარეთ მომხდარ შეკვეთილ მკვლელობებში. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანულ ჯგუფ Bellingcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსულ The Insider-ის ერთობლივ გამოძიებაში.

გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ მისი სახელი და მონაცემები გამოგონილია. მასზე 2019 წელს გაიცა საზღვარგარეთის პასპორტი, მანამდე კი ასეთი მონაცემების მქონე ადამიანი რუსეთის სახელმწიფოს მონაცემთა ბაზაში არ არსებობდა. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი იმისათვის, რომ რომან დავიდოვს იმავე დღეს მიეღო გადაკეთებული პასპორტი, როდესაც კრასიკოვმა მიიღო.

ზელიმხან ხანგოშვილი, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის მოაბიტის რაიონში მოკლა თავდამსხმელმა, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გერმანიის საგამოძიებო უწყებას მისი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. მაგრამ გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, დაკავებულის სახელი და გვარია ვადიმ კრასიკოვი, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, ადრე მსახურობდა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმში და მონაწილეობას იღებდა რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში.

გერმანიის პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში განცხადებულია, რომ რუსეთის მოქალაქე ბერლინში რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

გასული წლის 19 დეკემბერს თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა „აბსოლუტურად სისხლიან მკვლელად" მოიხსენია ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი, რომელმაც, ვლადიმირ პუტინის თქმით, კავკასიაში "მხოლოდ ერთი ტერაქტის დროს 98 კაცი დახოცა".

ის, რომ ეჭვმიტანილი რომან დ. ფიგურირებს ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში, ივნისის ბოლოს გახდა ცნობილი.

დავიდოვის პასპორტითა და ვიზით ირკვევა, რომ იგი მცირე ხნით პოლონეთში შევიდა, საიდანაც ბერლინში ჩავიდა კრასიკოვი. საგზაო კამერების მონაცემებით, რომელიც Bellingcat-მა მოიპოვა, დავიდოვი 2019 წლის ივლისში მუდმივად იმყოფებოდა მოსკოვში „ოსენნი ბულვარზე“, სადაც კრასიკოვი ცხოვრობდა, ნამყოფია ასევე ბალაშიხაში, სადაც კრასიკოვი, სავარაუდოდ, ხშირად სტუმრობდა ФСБ-ს სპეცდანიშნულების ცენტრს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG