Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში 1 ივლისისთვის გადაიდო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის საქმეზე დანიშნული სასამართლო


უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას, ცნობით დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე 1 ივლისისთვის გადაიდო სამშაბათს, 30 ივნისს, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში დანიშნული სხდომა, რომელზეც უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ აღკვეთის ზომაზე უნდა ემსჯელათ.

ირინა ვენედიქტოვას თქმით, გენერალური პროკურატურა ამ რეზონანსული საქმით უკრაინის დამოუკიდებლობის განმავლობაში ქმნის ისეთ პრეცედენტს, რომელიც დაანგრევს ხელშეუხებელთა კასტას.

„ამიტომ მოვუწოდებ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს, რომ საკუთარი მაგალითით უჩვენოს კანონის პატივისცემის მაგალითი მოქალაქეებს და სასამართლოში დაამატკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, - განაცხადა ვენედიქტოვამ სპეციალურ ვიდეომიმართვაში.

მანამდე პროკურატურამ განაცხადა, რომ იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ აღკვეთის სახით პეტრო პოროშენკოს მიმართ გამოყენებულ იქნას პატიმრობა.

თავის მხრივ, პოროშენკოს დაცვის მხარე გენერალურ პროკურორს ადანაშაულებს, რომ ვენედიქტოვამ გააყალბა დადგენილება უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ.

10 ივნისს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია თანამდებობით ბოროტად გამოყენებაში.

კერძოდ, გამოძიების თანახმად, პრეზიდენტად ყოფნის დროს პოროშენკომ აიძულა საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ეგორ ბოჟკო, რომ გამოეცა უკანონო ბრძანება მის მოადგილედ სკანდალურად ცნობილი სერგეი სემოჩკოს დანიშვნის თაობაზე.

ამჟამად პეტრო პოროშენკო ოპოზიციური საპარლამენტო პარტია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერი და ვერხოვნა რადას სახალხო დეპუტატია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG