Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ულოცავს 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის მოხვედრას


15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანას ულოცავს საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა. „ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი 1 ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს!“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის „ფეისბუკის“ გვერდზე.

ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ევროპულმა საბჭომ, 30 ივნისს მიიღო რეკომენდაცია, რომელიც 1 ივლისიდან ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლაზე დროებითი შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის.

15 ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, შედის საქართველოც, როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ჩამონათვალში საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

XS
SM
MD
LG