Accessibility links

თალიბები აცხადებენ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართეს მოლაპარაკება


მოლაპარაკება თალიბები აცხადებენ, რომ ვეიდეოკონფერენციის საშუალებით დაუკავშირდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს, რომელთან ერთად განიხილეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს შიდაავღანური სამშვიდობო მოწესრიგების პროცესის მიმართ.

თალიბების წარმამადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა, განაცხადა, რომ ვიდოკონფერენციაზე, რომელიც 29 ივნისს გაიმართა, საუბარი შეეხებოდა ვაშინგტონსა და თალიბების ლიდერებს შორის თებერვლის შეთანხმების პრინციპებს.

„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ შიდაავღანური მოლაპარაკება, რომლის ვადების გადაწევა გამოწვეულია პატიმრების გაცვლის პროცესის შეფერხებით“, - განაცხადა შაჰინმა.

აშშ-ის სახემწიფო დეპარტამენტს თალიბებთან ვიდეოკონფერენციის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ავღანელი თალიბები 19 წლის განმავლობაში აგრძელებენ შეიარაღებულ ბრძოლას ავღანეთის მთავრობისა და მისი საერთაშორისო მხარდამჭერების წინააღმდეგ.

თებერვლაში აშშ-მა და თალიბანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიმართულია აშშ-ის ისტორიაში ყველზე ხანგრძლივი საომარი ოპერაციის დასრულებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG