Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთვის იხსნება ევროკავშირის ჩაკეტილი საზღვრები


დღეიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იწყებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას. ამ ეტაპზე შეზღუდვა უქმდება საქართველოსთვისაც, რომელიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ მიიჩნია.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით: “ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება ორივე მიმართულებით“.

საქართველოს გარდა, ევროკავშირი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დაკეტილ საზღვრებს უხსნის ალჟირს, ავსტრალიას, კანადას, იაპონიას, მონტენეგროს, მაროკოს, ახალ ზელანდიას, რუანდას, სერბეთს, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისსა და ურუგვაის.

ჯერ ისევ დაკეტილია საქართველოს საზღვრები. მთავრობის მიერ მაისის დასაწყისში გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმით, საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება 1 ივლისიდან უნდა განეახლებინა, თუმცა, ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. საქართველოს მთავრობა მიზეზად ასახელებს ბევრ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებას.

30 ივნისს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად მოხდეს მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG