ლატვიამ აკრძალა თავის ტერიტორიაზე Russia Today-ს (RT) შვიდი არხის გავრცელება რუსეთის ამ სახელმწიფო ტელეკომპანიის ხელმძღვანელის, დმიტრი კისელიოვის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სანქციების გამო.
ლატვიის მედიაზე ზედამხედველობის ორგანომ, NEPLP-მა, აკრძალა RT-ის ყველა არხი, რომელიც ბალტიის ამ ქვეყანაში გადაიცემა.
NEPLP-ის ხელმძღვანელმა ივარს აბოლინსმა ტელეარხების აკრძალვის მიზეზად დაასახელა ის, რომ მათ ხელმძღვანელობს და აკონტროლებს დმიტრი კისელიოვი, რომელზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება უკრაინის დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მრავალგზის მოწოდებისთვის.
NEPLP-მა ასევე განაცხადა, რომ თავის პროგრამებში RT ცდილობდა ლატვია წარმოედგინა, როგორც შეუმდგარი სახელმწიფო.
NEPLP-ის თქმით, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში განხორციელდება.
დაწერეთ კომენტარი