Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ გარეშე კიდევ უფრო ლამაზია ჩვენი ცხოვრება


საქართველოს პარლამენტის წევრი და საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ავტორი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას არ სურდა დოკუმენტის მიღების პროცესში მონაწილეობა და ამისთვის საბაბს ეძებდა. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, საიდანაც ოპოზიციის შეთავაზება დაიწუნა საარჩევნო უბნებთან 500 მეტრის რადიუსში შეკრების აკრძალვაზე.

"პირდაპირ ჩანს, რომ ისინი [ოპოზცია] მხოლოდ და მხოლოდ საბაბს ეძებდნენ იმისთვის, რომ არ შემოსულიყვნენ ამ დარბაზში, თუმცა ხედავთ, რომ მათ გარეშე კიდევ უფრო ლამაზია ჩვენი ცხოვრება და არანაირი პრობლემა არ ექმნება საპარლამენტო განხილვებს მათი არმონაწილეობის პირობებში", - თქვა მან.

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამ ცვლილებების ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. რადიუსის შემოღებას ეხება - საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის სიახლოვეში მოქალაქის შეფერხება აიკრძალება. დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღეს, წინ კიდევ ორი კენჭისყრაა დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG