ავტორი: სოფო რაზმაძე
გონების მექანიკური და ბუნებრივი ტრანფორმაცია , რომელიც აბსოლუტური სრულყოფილებით შლის ნაწილებად , ქმნის ხელშახებ ქაოსს, ჩვენს ნაგავს, რომელსაც ფიქრის სახით უხვად ვაგროვებთ , ცნობიერ ნაწილს აერთებს რეალურ კადრებს და გვისახავს კონკრეტულ წარმოდგენებს , რომელიც ზედმეტად ჩეულებრივად გვეჩვენება საყოველთაო ბიოლოგიური , ფორმალური და ადამიანური იდეის კომპლექსურ პროცესში.
ჰო, ერთ-ერთ ადამიანურ მოქმედებაზე ვსაუბრობ, აღვიქვათ, როგორც პირველყოფილი შგრძნება ან გამიზნული წარმოდგენილი ემოცია, მოკლედ ყველა ის ვადაგასული და იდეაში მხოლოდ მექანიკური ბიოლოგიური პროცესი, რომელსაც ვეღარ განვიცდით , შევიგრძნობთ და ვღებულობთ კმაყოფილებას ანუ ეგო პასიურია , ისევ .
აღწერილი პროცესი ეტაპებისგან , მოქმედებებისა და განზოგადებული , დახარისხებული ემოციების სრული პაკეტია, რომელიც საზოგადოდ მიჩნეული , მეცნიერულად დაშიფრული და ორგანული საკითხია, რომელსაც მიზეზ-შედეგობრიობის საბონუსე ანდაც ზედმეტად რეალური აბსურდის მიმღებლობა/ გაზიარების პროპორციულობ(ით)ა განსაზღვრავს/განვიცდით .
ჰო, ადამიანი, გნებავთ პერონალური პროდუქტი, არცთუ მარტივი კონსტრუქციაა, ის ანგარიშვალდებულია , საკუთარი მსუყე ეგოსა და საზოგადოებრივი წეს-წყობილების ბუნებრივი და საკმაოდ ფორმალური სტანდარტების , მოთხოვნების სასარგებლოდ , ამასთან პროდუქტს ევალება ბალანსისა და მომეტებული ემოციური იდეების დამუშავება , ჰუმანური საეჭვო რეპუტაციის მორგება და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაერთოს და მიიღოს საყოველთაო გაწერილი ბედნიერების მისთვის განკუთნილი ულუფა, ბუნებრივია სოციალურ პროქდუქტს , შესაბამისი ადგილი, ფორმალური მნიშვნელობისთვის და ეგოს პერსონალურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კი, კი იზრუნეს უკვე , მან ადეკვატური სიზუსტით უნდა იცოდეს თავისი ადგილი სავაჭრო დახლზე გნებავთ პარკინგზე, გნებავთ ოჯახში, ან პრიალა ბეიჯით განსაზღვრული უნიფორმით კომპიუტერთან , სალარო აპარატთან , ჰოო
ყველა მარკეტინგული კონცეფცია ხომ მის მაგივრად შეიმუშავეს , განსაზღვრეს მისი თვითღირებულების , სოციალური სტატუსისა ან თუნდაც დამკვიდრებული, მაგრამ ერთობ გაუგებარი სიტყვათა კომბინაციის -ადამიანური რესურსების მიხედვით.
გამოგონილ და დამკვიდრებულ მონაცემებზეა დამოკიდებული ღირებულებაც და შეფასებაც.
რასაკვირველია, უკვე საბოლოო, შეფუთულმა, სერვირებულმა პროდუქტმა , თავისი განსაკუთრებული, თუ პერონალური, ჰო რავიცი... ხარისხის და ფასის მიხედვით ეტყვიან ალბათ მის მნიშვნელობას, ჰო ალბათ , მოკლედ მხოლოდ უკვე მისთვის გამოყოფილი სივრცე უნდა შეავსოს, მისნაირ უამრავ სხვადასხვა დასახელების , ფუნქციისა და იდეის მიხედვით წარმოდგენილ პროდუქტს შორის .
არსებობს წესები და ზღვარი , რაც ყოველმა აღრიცხულმა შეფუთულმა ინდივიდმა , კარგად უნდა გაითავისოს , მას აქვს ვადა , ვარგისიანობის ვადა (პროდუქტს ბუნებრივია, დიახ) შეუსაბამობა და თვთგარდაქმნა იწვევს სივრციდან მის სხვა, მსგავსი ანალოგიური პროდუქტით ჩანაცვლებას .
თვითკონტროლი, თვითნებური ქიმია, რომელიც პროდუქტის ხანგრძლივობას , სარგებლობას და მნიშვნელობას მეტად ინტენსიურს , კომპლექსურს და ორგანულს ხდის . . ...მარტივად , რომ ავხსნათ ინტელექტი სავაჭრო სარგებლობის ინდივიდებისთვის საშიში , მომწამვლელი ნივთიერებაა, რომელიც იწვევს მის განადგურებას , მისი საცალო ფასის ვარდნას და არაკონკურენტუნარიანობას.
ინტელექტი სუპერეგოა , შესაძლებლობა , ერთგვარი შხამი, რომელიც მთლიანად იპყრობს გონების ყველა მოლეკულას , ნივთიერებას , ტვინის წვენსა და რბილ ხვეულებს , აცლის ყველაფერ იმას, რაც დადგენილი , შემუშავებული და დაპროგრამებული ფორმულით არის დაკონსერვებული, ინტელექტი ხომ ათავისუფლებს !
როგორც ყველა სოციალური პროდუქტი ირეცხება, სუფთავდება ჟანგბადისგან , იდეებისგან , ენერგიისგან , ბუნებრივია უნდა განვსაზღვროთ ვიზუალური მხარეც და ეტიკეტი აუცილებელია , ის ხომ უმთავრესია , რეალურად მთავარი ინდიკატორი რამდენად სრულყოფილია საცალო პროდუქტი .
არსებობს მალფუჭებადი პროდუქტებიც, რომელთა ენერგია , იდეა გონება ჯერ კიდევ შეიცავს კონკრეტულ ქიმიურ ბმულებს , ნაერთებს რომლებიც შესაბამისობაში არ მოდის ჯანსაღ , ერთგვაროვან მონაცემებთან ,რომელიც პროდუქტის ლამაზ, ბრჭყვიალა ეტიკეტზეა დატანილი მონაცემების სახით .
ჟანგბადი ჟონავს, იქნებ გადარჩეს პროდუქტი მარკეტინგულ სიურეალიზმს....
ხშირად თავად ჩვენ ვქმნით ასეთ სოციალურ პროდუქტს , ჩვენი პერსონალური ეგო განაგებს გაწერილ , ფორმალურ სტანდარტებს და ინტელექტს აცლის ჟანგბადს, რათა თვითღირებულება მოგვემატოს ფიქრი, განცდა პერსონალური სივრცე ამ დროს, მხოლოდ ინექციურ სტიმულატორია , რომელიც ქმნის ღირსებას და არა ღირებულებას .