Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისები დაინიშნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ განახლდება ის პროექტი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დაბრუნდებიან. მისი თქმით, ამ პროცესში მხოლოდ ერთი ავიაკომპანია არ უნდა იყოს ჩართული და ორშაბათიდან უკვე გეგმა უნდა არსებობდეს.

პრემიერის თქმით, ფასი არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს.

"ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ქართველი ემიგრანტების, ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე, ევროპის სხვადახვა ქალაქში - ეს პროცესი დროში რომ არ გაიწელოს, მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან გამოგვყავდა ჩვენი მოქალაქეები", - თქვა გახარიამ და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, "ელემენტარული კონკურენცია" მაინც იყოს დაცული ავიაკომპანიებს შორის.

თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპასთან რეგულარული ფრენები შეწყვიტა. ამ დრომდე ქვეყანაში დაბრუნება მხოლოდ "ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავებით, ჩარტერული რეისებით იყო შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG