Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, "მთავარი არხი" არ დაუშვებს მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "მთავარი არხის" რესპონდენტების გამოკითხვაზე დაბარება, არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა. ამის შესახებ მან ამავე არხის ჟურნალისტს განუცხადა, რომელიც სუს-ში "საბოტაჟის საქმეზე" დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ "მთავარი", რა სახის გამოძიებაც არ უნდა დაიწყოს, არ დაუშვებს, მის სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ჩაერიოს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართლებრივი ჩარჩო არ აძლევს არავის შესაძლებლობას პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით ჩაერიოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში", - თქვა გახარიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთავარ არხს" გუშინ, 2 ივლისს "საბოტაჟის საქმეზე" დაწყებული გამოძიების ფარგლებში "კოვიდსტატუსის გაყიდვაზე" მომზადებული მასალის დაუმონტაჟებელი ვერსია მოსთხოვა. მანამდე საგამოძიებო უწყებაში ამ არხზე გასულ სიუჟეტში მონაწილე პირები დაიბარეს და გამოკითხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG