Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო სარეკლამო ფილმის გადაღებაში 300 ათას ლარს დახარჯავს


თავდაცვის სამინისტრო 299 994 ლარის გადახდას გეგმავს სატელევიზიო პროექტში, რომელსაც ერქმევა - "მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ".

სამინისტრო 7-სერიანი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტურ-მხატვრული ფილმის გადაღებას გეგმავს. თავდაცვის უწყებამ ფილმის ტენდერის გარეშე გადაღებისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ამ მიმართვაში უწყება ფილმის მნიშვნელობას ასე ასაბუთებს:

"სერიალის მიზანია ქართული ჯარის პოპულარიზაცია, ვეტერანებისთვის პატივის მიგება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების ანალიზი და საზოგადოების ინფორმირება ქართველი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ოპერაციების წარმატებით შესრულებული მისიების შესახებ".

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციითვე ირკვევა, რომ ფილმს შპს 20 Steps Productions დაამზადებს, რომელსაც მაისში უკვე გადაღებული აქვს საპილოტო ვერსია. გათვლებით, 7-ივე სერიის გადასაღებად აგვისტოს ბოლომდეა ვადა.

კომპანია 20 Steps Productions ქართულენოვან ფილმებს იღებს. ვებგვერდის მიხედვით, კომპანიას 15 ფილმი აქვს გადაღებული, რომელთა შორისაა "შინდისი", "პრეზიდენტი" და სხვა.

XS
SM
MD
LG