Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ცდილობს დააკავოს ირანის, ვენესუელისკენ მიმავალი საწვავი


ირანის დროშით მცურავი ტანკერი ვენესუელს ერთ-ერთ ნავსადგურში, 25 მაისი, 2020 წელი
ირანის დროშით მცურავი ტანკერი ვენესუელს ერთ-ერთ ნავსადგურში, 25 მაისი, 2020 წელი

აშშ-ის პროკურორებმა სარჩელი შეიტანეს ბენზინის კონფისკაციის შესახებ, რომელიც ირანს ოთხი ტანკერით გადააქვს ვენესუელაში. ეს ბოლო მცდელობაა, ორ ანტი-ამერიკულ მოკავშირეზე ზეწოლის გასაძლიერებლად. ირანსაც და ვენესუელასაც სანქციები აქვთ დაწესებული.

სამოქალაქო საჩივარი კონფისკაციის თაობაზე, რომელიც 1 ივლისს გვიან საღამოს იქნა შეტანილი კოლუმბიის ოლქის ფედერალურ სასამართლოში, ამტკიცებს, რომ გაყიდვა ორგანიზებული იყო ირანელი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც კავშირი აქვს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსთან, რომელიც შეერთებული შტატების მიერ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

სარჩელის თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ელიტურ, ყუდსის ძალებს, გადაჰქონდათ ნავთობი სატრანსპორტო ქსელის მეშვეობით, რომელსაც სანქცმიები აქვს დაწესებული, და რომელიც მოიცავს ათობით გემის მენეჯერებს, საკუთრის ხომალდებს და შუამავლებს,

"ამ ქმედებების შედეგად მიღებული მოგება ეხმარება ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის საქმიანობის მთელ სპექტრს, მასობრივი განადგურების იარაღების გავრცელების და მათი მიწოდების საშუალებების ჩათვლით, ასევე ტერორიზმის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების სხვადასხვაგვარი დარღვევების ჩათვლით ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ" - ამტკიცებენ პროკურორები

გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალოს ირანის კანონიერ ვაჭრობას მის მიერ არჩეულ ნებისმიერ ქვეყანასთან, იქნება "პირატული" ქმედება.

სარჩელში დასახელებულ ოთხ ტანკერს გადააქვს 1.1 მილიონი ბარელი ბენზინი, თქვეს ამერიკელმა პროკურორებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG