Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან მესამე დღეა გრძელდება ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობა.

დღეს დილიდან ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის მესამე ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი და დამატებითი სპეცტექნიკა. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის ჩაქრობას ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, მთაზე მდებარე ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG