Accessibility links

სურამში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე ქმარს ბრალდება წარუდგინეს


შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით, პროკურატურა აცხადებს, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. პროკურატურის ცნობით, მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს.

პროკურატურამ კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG