Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა აშშ-ს ბრალი დასდო, რომ ის პეკინზე ზეწოლას იყენებს ბირთვულ შეიარაღებაზე მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის თავის ასარიდებლად


ფუ კონი
ფუ კონი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა აშშ-ს ბრალი დასდო, რომ ის პეკინზე ზეწოლას ახორციელებს, შეუერთდეს აშშ-რუსეთის ხელშეკრულებას ბირთვული შეიარაღების შესახებ, რათა ეს ფანდად გამოიყენოს და თავი აარიდოს ახალი შეთანხმების თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებებს.

8 ივლისს პეკინში გამოსვლისას სამინისტროს იარაღის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფუ კონმა გაიმეორა, რომ ჩინეთი ამჟამად არ არის დაინტერესებული, რომ მონაწილეობა მიიღოს აშშ-სა და რუსეთს შორის „ახალი START“-ის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებში.

გასულ თვეში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებმა ვენაში გამართეს მოლაპარაკებები ამ ხელშეკრულების შეცვლაზე. ხელშეკრულებას, რომელიც 1550-1550-ით ზღუდავს აშშ-ისა და რუსეთის განთავსებული ბირთვული ქობინების რაოდენობას, მომავალი წლის თებერვალში გასდის ვადა.

ვაშინგტონს სურს, რომ პეკინმაც მიიღოს მონაწილეობა ბირთული შეიარაღების მომავალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში. პეკინმა არაერთხელ უკუაგდო ეს წინადადება. ის აცხადებს, რომ ბევრად უფრო მცირე ბირთვული არსენალი აქვს, ვიდრე ამერიკას და რუსეთს.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, თუკი აშშ იტყვის, რომ მზად არის, თავისი არსენალი ჩინეთის დონეზე დაიყვანოს, ჩინეთი მეორე დღესვე სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას“, თქვა ფუმ. „მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ მოხდება“.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის მთელ რიგ სფეროებშია მნიშვნელოვანი დაპირისპირება, მათ შორის, ვაჭრობის, კორონავირუსის პანდემიისა და ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG