გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 968-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 844.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.
9 ივლისის დილის მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 109 პაციენტს.
კარანტინის რეჟიმშია 4425 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 222.
დაწერეთ კომენტარი