Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამძებრო ოპერაციის შედეგად იპოვეს სეულის გაუჩინარებული მერის, პარკ ვონ-სუნის გვამი


სამხრეთ კორეის პოლიციის თანახმად, დედაქალაქ სეულის დიდი ხნის მერი პარკ ვონ-სუნი მკვდარი იპოვეს.

პარკის გვამი დღეს საღამოს აღმოაჩინეს სეულში, ბუგაკის მთაზე, ფართო მასშტაბის სამძებრო ოპერაციის შედეგად. სეულის პოლიციის ცნობით, სწორედ იქ დაფიქსირდა უკანასკნელად მისი სატელეფონო სიგნალი. პოლიცია არ იტყობინება სიკვდილის მიზეზს.

მანამდე პარკის ქალიშვილმა განაცხადა მისი სატელეფონო მესიჯის შესახებ, რომელიც ანდერძს ჰგავდა.

პარკი - დიდი ხნის სამოქალაქო აქტივისტი და ადვოკატი ადამიანის უფლებების სფეროში - სეულის მერად 2011 წელს აირჩიეს. ის ქალაქის პირველი მერი იყო, რომელიც შარშან მესამე ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე.

პრეზიდენტ მუნ ჟე-ინის ლიბერალურ-დემოკრატული პარტიის წევრი პარკ ვონ-სუნი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG