Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვის კარანტინი დასრულებულად გამოცხადდა


"კარანტინში ყოფნის" მიუხედავად, ანატოლი ბიბილოვმა, როგორც რუსეთის მოქალაქემ, 1 ივლისს მონაწილეობა მიიღო რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში
"კარანტინში ყოფნის" მიუხედავად, ანატოლი ბიბილოვმა, როგორც რუსეთის მოქალაქემ, 1 ივლისს მონაწილეობა მიიღო რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ამის შესახებ ბიბილოვის პრესსამსახური იუწყება. მისივე ცნობით, 24 ივნისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე დასწრების შემდეგ მოსკოვიდან ცხინვალში დაბრუნებული ანატოლი ბიბილოვი, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბიბილოვმა კარანტინის პერიოდი ჯავაში მდებარე რეზიდენციაში გაატარა და თათბირებს დისტანციურად მართავდა.

„კარანტინში ყოფნის“ მიუხედავად, ანატოლი ბიბილოვმა, როგორც რუსეთის მოქალაქემ, 1 ივლისს მონაწილეობა მიიღო რუსეთის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაში.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 ივლისს დაადასტურა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. ორივე ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია და კარანტინის ზონაში იმყოფებოდნენ. ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, 87 შემთხვევა აქვთ დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG