Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მხარი დაუჭირეს


ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბის - „სან ხოსეს“ ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და და ვაკო ყაზაიშვილმა თანადგომა გამოუცხადეს მცხეთაში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს.

მეიჯორ ლიგ სოკერის (MLS) პირველ ტურში, „სან ხოსესა“ და „სიეტლის“ მატჩში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და ფეხბურთელებს უფლება მისცეს, თავიანთ მაისურებზე, გვარისა და ნომრის ქვეშ, ნებისმიერი ადამიანის სახელი მიეწერათ. საქართველოს ნაკრების წევრებმა არჩევანი გიორგი შაქარაშვილზე შეაჩერეს.

„ამ მძიმე პერიოდში, მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს“, - დაწერა ყაზაიშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე. ანალოგიური განცხადება გაავრცელა კაშიამ ინსტაგრამით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG